ზაზა ფაჩულიამ "მაიამისთან" ტრავმის გამო ვერ ითამაშა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია კვლავ ტრავმირებულია. საზარდულის ტკივილის გამო მან სეზონის პირველი საგამოფენო მატჩი გამოტოვა.

ტრავმა, სავარაუდოდ, სერიოზული არ არის, მასზე აქამდე ცალკე არ იტყობინებოდნენ ამერიკული გამოცემები; უბრალოდ, მატჩის სპეციფიკისგან გამომდინარე, მწვრთნელებმა არ გარისკეს ქართველი ფორვარდის მოედანზე გაყვანა.

არადა, "ატლანტა" ვის-ვის და, NBA-ს მოქმედ ჩემპიონ "მაიამის" შეხვდა. ფლორიდელებს დიდი სამეულიდან მხოლოდ დუეინ ვეიდი აკლდათ, თუმცა მოედანზე იყო კიდევ ერთი დიდი გამოცდილების ვარსკვლავი, "მაიამიში" "ბოსტონიდან" გადასული რეი ალენი, რომელმაც ლებრონ ჯეიმსის დარად, 10 ქულა მიითვალა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ატლანტამ" ჩემპიონი
დაამარცხა, მაგრამ შედეგს ასეთ მატჩებში ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა.

ესაა ახალბედების გუნდთან შეთამაშებისა და ლიდერების სიჩქარის ასაკრეფი, გასახურებელი მატჩები.

"ატლანტამ" შეხვედრა 92:79 მოიგო, საუკეთესოები კი გახდნენ: "მაიამიდან" 22 ქულის ამღები კრის ბოში, ხოლო "ატლანტადან" 21-ქულიანი ჯოშ სმიტი.

მომდევნო საგამოფენო მატჩი ატლანტელებს 11 ოქტომბერს სან ანტონიოში ელით.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული