შესაძლოა, 2012 წლის სანაკრებო მატჩებიდან ბურჯანაძის გვარი არ გახსენდებათ, მაგრამ დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას 2013 წლის ევრობასკეტისთვის მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი მიიწვევს.
18 წლის ბექა ხომ ესპანური "კახასოლის" შემადგენლობაში პირინეელთა პირველობაზე რეგულარულად თამაშობს.
წილისყრის შედეგად "კახასოლი" H ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან ფრანგული "ორლეანი", სერბული "ცრვენა ზვეზდა" და ნიკა მეტრეველის ყოფილი გუნდი, იტალიური "დინამო სასარი". სწორედ იტალიური და ესპანური
გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკი" და ჯეიკობ პულენის "ჰაპოელი" A ჯგუფში ითამაშებენ. ეს კალათბურთელები ნაკრებში მხოლოდ ვარჯიშებზე უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.
საინტერესოა, ოფიციალურ შეხვედრებში ვინ ვის აჯობებს. ფაქტი ერთია - ბევრი რამ სწორედ გამთამაშებლებზე იქნება დამოკიდებული.
ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის და მომდევნო ეტაპზე სწორედ "ბუდიველნიკსა" და "ჰაპოელს" ვისურვებდით, რაც რეალობასთან ახლოსაა - სწორედ ეს გუნდები არიან ტოპ-16-ში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები, რომლებსაც დიდ თავსატეხს გაუჩენს ჩეხური "ნიმბურკი".
იგი ევროლიგის შესარჩევ ეტაპზე მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუსთან" დამარცხდა. ჯგუფის მეოთხე ბინადარი ლიტვის "პრიენაია". მის შესაძლებლობებზე წინასწარ ბევრს ვერაფერს ვიტყვით.
ევროთასის წლევანდელ გათამაშებაში საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრიც ითამაშებს: პოლონურ "ზიელონა გორას" ღირსებას ქუინტონ ჰოსლი დაიცავს.
როგორც მოგახსენეთ, თითო ჯგუფიდან ტოპ-16-ში ორ-ორი გუნდი გავა. მეორე ეტაპზე ისინი 4 ჯგუფად გაიყოფა და დაიწყება ბრძოლა მეოთხედფინალისთვის. ამას მოჰყვება ნახევარფინალი და ფინალი. ევროთასის გამარჯვებული ევროლიგის საგზურს მიიღებს.
A ჯგუფი
ნიმბურკი (ჩეხეთი)
ჰაპოელი (ისრაელი)
ბუდიველნიკი (უკრაინა)
პრიენაი (ლიტვა)
B ჯგუფი
ბილბაო (ესპანეთი)
ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია)
შარლერუა (ბელგია)
აკადემიკი (ბულგარეთი)
C ჯგუფი
ლე მანი (საფრანგეთი)
ტრიუმფი (რუსეთი)
ვეფ რიგა (ლატვია)
არტლანდი (გერმანია)
D ჯგუფი
ვალენსია (ესპანეთი)
ბანვიტი (ისრაელი)
აზოვმაში (უკრაინა)
ოლივერი (გერმანია)
E ჯგუფი
გალათასარაი (თურქეთი)
ლოკომოტივი (რუსეთი)
დონეცკი (უკრაინა)
სოპოტი (პოლონეთი)
F ჯგუფი
უნიქსი (რუსეთი)
პანიონიოსი (საბერძნეთი)
ოოსტენდე (ბელგია)
ზიელონა გორა (პოლონეთი)
G ჯგუფი
სპარტაკი (რუსეთი)
ციბონა (ხორვატია)
შოლე (საფრანგეთი)
ულმი (გერმანია)
H ჯგუფი
კახასოლი (ესპანეთი)
დინამო სასარი (იტალია)
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
ორლეანი (საფრანგეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"