ზაზა ფაჩულიამ ტრავმის გამო არც "სან ანტონიოსთან" ითამაშა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსმა" მორიგი საგამოფენო მატჩი "სან ანტონიოსთან" გამართა, რომელშიც ქართველ ცენტრს არ უთამაშია. ზაზა ფაჩულია განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა.

წინა მატჩში ზაზას უთამაშებლობის მიზეზად საზარდულის ტრავმა დასახელდა. როგორც ჩანს, ქართველ ცენტრს ტრავმა ამჯერადაც აწუხებს და მწვრთნელმა საკონტროლო მატჩში მისი მოედანზე გაყვანისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება მატჩს, იგი მასპინძელი სანანტონიოელების გამარჯვებით - 101:99 დასრულდა. ტეხასურმა გუნდმა ხერხემლის გარეშე ითამაშა. მოედანზე არ გამოჩენილან ტინ დანკანი, მანუ ჯინობილი და ტონი პარკერი.

"ატლანტაში" კი ყველა ლიდერმა, თუმცა მცირე ხნით ითამაშა. ზაზა ფაჩულიას
კონკურენტმა ალ ჰორფორდმა 15 წუთში 8 ქულა და 7 მოხსნა მოინაგრა.

ფაჩულიას გუნდი საგამოფენო მატჩების სერიას აგრძელებს. მომდევნო შეხვედრა 15 ოქტომბერს მემფისში, "გრიზლისთან" გაიმართება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული