"მაქაბელების" გამარჯვება (85:80) იმდენად მოულოდნელი არ იყო, რამდენადაც კანტუელთა საშინაო მარცხი (71:84).
* * *
ფინელებით - სალინითა და რანიკოთი გაძლიერებულმა სლოვენიურმა "ოლიმპიამ" თავიდანვე თანაბარი ბრძოლა გაუჩაღა იტალიელებს, ხოლო ბოლო წუთებზე, როცა თამაშის ბედი წყდებოდა, ზუსტი სამქულიანებით "კანტუს" შანსი არ დაუტოვა.
მანუჩარი მწვრთნელმა მოედანზე საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე დააბრუნა. მანუ ბევრს ეცადა,
ქართველი უკანახაზელი 13 ქულით "კანტუს" ვიცე-ბომბარდირი გახდა. მან 19 წუთში 2 ორქულიანი (6-დან), 2 სამიანი (5-დან) და 3 საჯარიმო (4-დან) ჩააგდო, რასაც 1 მოხსნა და 2 პასი მიამატა. მასპინძელთაგან ყველაზე მეტი პიეტრო არადორიმ ჩააგდო - 16.
* * *
ისრაელის "მაქაბიმ" "უნიკახასთან" მატჩში თავიდანვე მოიპოვა სათამაშო უპირატესობა. ეს ანგარიშშიც ასახა და მიუხედავად იმისა, რომ კუნძულელებმა ანგარიში მინიმუმამდე არაერთხელ შეამცირეს, სტუმრებმა მატჩი მაინც მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე.
შერმადინი, ისევე, როგორც მარკოიშვილი, სასტარტო ხუთეულში იყო. მაქაბელმა ცენტრმა მესამე პერიოდის ბოლოს გუნდის წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანა: მას მერე, რაც "მაქაბიმ" 11-ქულიანი ფორა გაანიავა (56:54), გიორგიზე მალაგელებმა მეტად იუხეშეს და მსაჯს ტექნიკური ჯარიმაც დასტყუეს.
შერმადინმა ოთხი საჯარიმო გამოიყენა და - 60:54 "მაქაბის" სასარგებლოდ. ქართველმა მალე მეცხრე საჯარიმოც ჩააგდო და მოედანი მაშინ დატოვა, როცა მისი გუნდი 7 ქულით იგებდა. თუმცა ამერიკელი ერლ კალუეის წინამძღოლობით მესამე პერიოდის ბოლოსთვის ესპანელებმა სხვაობა ორამდე დაიყვანეს.
მეოთხე რაუნდში "მაქაბის" მწვრთნელმა დევიდ ბლატმა მობილური, ტანდაბალი შემადგენლობით ითამაშა, შერმადინი აღარ გამოუყვანია.
ასე რომ, ქართველ ცენტრს ათიან ნიშნულამდე ერთი ქულა დააკლდა: 14 წუთი, 9 ქულა (12-დან 9 საჯარიმო, 2-დან 0 ორქულიანი) და 3 მოხსნა. მასზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
* * *
12 ოქტომბერს ევროლიგაში ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი" ჩაერთვება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"