იტალიურმა "სიენამ", რომელიც ბოლო წლებში ჯგუფურ ეტაპზე არავის ინდობდა, შინ გერმანულ გუნდთან მარცხი იწვნია. სიენელებმა ბერლინის "ალბას" ვერაფერი მოუხერხეს და საბოლოოდ 82:92 წააგეს.
არადა, ქართველმა ლეგიონერმა თამაში კარგად დაიწყო. 6 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა - ეს შედეგი აჩვენა სანიკიძემ პირველ მეოთხედში და ზუსტად ამ მაჩვენებლებით დაასრულა მან მატჩი.
ვიქტორმა 17 წუთი ითამაშა, ანუ პირველი მეოთხედის შემდეგ იგი მოედანზე რომ გამოვიდა, საკუთარ მონაგარს ვეღარაფერი
პირველი ათწუთეულის შემდეგ სანიკიძე შეცვალეს და ის მოედანზე მეორე მეოთხედის ბოლოსკენ გამოჩნდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველ ფორვარდს საკუთარი სტატისტიკური მაჩვენებლები აღარ გაუუმჯობესებია. სანიკიძემ კიდევ 7 წუთს ითამაშა და მხოლოდ 2 ორქულიანი ტყორცნა, ისიც არაზუსტად.
სიენელებმა მესამე მეოთხედი 7 ქულის სხვაობით წააგეს, გადამწყვეტი პერიოდის წინ 50:69 ჩამორჩნენ და დარჩენილ დროში ვითარება ვეღარ გამოასწორეს. მატჩის გადამწყვეტ წუთებში სანიკიძე მოედანზე აღარ გამოჩენილა.
მომდევნო ტურში თელ ავივში გიორგი შერმადინის "მაკაბი" სანიკიძის "სიენას" უმასპინძლებს. მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" კი ათენში "პანათინაიკოსი" გამოცდის.
ევროლიგა. პირველი ჯგუფური ეტაპი. I ტური. 11-12 ოქტომბერი.
A ჯგუფი
ფენერბაჰჩე (თურქეთი)-ხიმკი (რუსეთი) 92:80, კანტუ (იტალია)-ოლიმპია (სლოვენია) 71:84, რეალი (ესპანეთი)-პანათინაიკოსი (საბერძნეთი 85:78
B ჯგუფი
შალონი (საფრანგეთი)-პროკომი (პოლონეთი) 81:74, უნიკახა (ესპანეთი)-მაკაბი (ისრაელი) 80:85, სიენა (იტალია)-ალბა (ბერლინი) 82:92
C ჯგუფი
ჟალგირისი (ლიტვა)-ცედევიტა (ხორვატია) 90:62, ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)-კახა ლაბორალი (ესპანეთი) 85:81, მილანი (იტალია)-ეფესი (თურქეთი) 80:75
D ჯგუფი
ცსკა (რუსეთი) - ლიეტუვოს რიტასი (ლიტვა) 75:73, ბარსელონა (ესპანეთი) - ბამბერგი (გერმანია) 72:60, ბეშიქთაში (თურქეთი) - პარტიზანი (სერბეთი) 81:65
www.gbf.ge
ასევე იხილეთ:
ევროლიგას მანუჩარ მარკოიშვილი 13 ქულით იწყებს, გიორგი შერმადინი 9-ით