მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" "დინამო სარასისთან"დამარცხდა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გამართული შეხვედრებიდან მხოლოდ ერთი ჩატარდა 13 ოქტომბერს. დანარჩენი ღამით გაიმართა. ამიტომ მხოლოდ მოკლე ცნობებით შემოვიფარგლებით, მიმოხილვას კი 16 ოქტომბერს შემოგთავაზებთ.

შაბათს ველოდით თორნიკე შენგელიას ამერიკულ დებიუტს, მაგრამ გახსნით საგამოფენო მატჩში იგი მწვრთნელმა მოედანზე არ შეიყვანა. თორნიკეს "ბრუკლინმა" "ფილადელფიას" 108:105 მოუგო.

შაბათსვე სერგო ათუაშვილის "პალანგამ" ლიტვის ჩემპიონატში "პიენოსთან" 59:93 დათმო. სერგოს არ უთამაშია.

გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" 14 ოქტომბერს "გალიჩინას" უმასპინძლა და 80:75 გაიმარჯვა. გიორგის მონაგარი ასეთი იყო: 21 წუთი, 11 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა.

ესპანეთში "ესტუდიანტესთან"
46:76 დამარცხდა "კახასოლი", რომლის ქართველმა ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ 13 წუთი ითამაშა და მატჩი 1 პასით დაასრულა.

იტალიის ჩემპიონატში "კანტუ" "დინამო სასარის" ეწვია და 64:65 დათმო. მანუჩარმა 35 წუთში 16 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი" დღეს, 15 ოქტომბერს ითამაშებს.

ისრაელის ჩემპიონატში ჩაერთო თელ-ავივის "მაქაბი" და გაიმარჯვა კიდეც - იერუსალიმის "ჰაპოელთან", 88:82. მაქაბელმა გიორგი შერმადინმა ისრაელის პირველობის სადებიუტო მატჩში (15 წუთში) 12 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული