სწორედ ამიტომ არ ათამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანი "სან ანტონიოსა" და "მაიამი ჰიტთან". მესამე საკონტროლო შეხვედრაში კი ზაზა ფაჩულია არა მხოლოდ განაცხადში, არამედ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. ტრავმამოშუშებული კალათბურთელის ძირითად შემადგენლობაში გამწესება იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მწვრთნელ ლარი დრიუს ოფიციალურ მატჩებშიც ცენტრის პოზიციაზე უმთავრესად ზაზას იმედი აქვს.
ხუთეულში ზაზას ეხმარებოდნენ და ივან ჯონსონი.
ფაჩულიამ 22 წუთი ითამაშა და უმთავრესად ესპანეთის ნაკრების ცენტრის, მარკ გასოლის მეურვეობა უწევდა. მარკმა საშუალო თუ ახლო დისტანციიდან ტყორცნების შედეგად 17 ქულა მოაგროვა, თუმცა ზაზამ მოხსნა არ დაანება - გასოლმა მხოლოდ სამჯერ მოხსნა.
ფაჩულიას მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 9 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი. მან ორქულიანი ტყორცნების 50 პროცენტი ჩააგდო (8-დან 4), ხოლო ერთი საჯარიმო ზუსტად ისროლა.
მესამე პერიოდში "მემფისმა" 33:20 მოიგო და, ფაქტობრივად, ამ მონაკვეთში გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი. საბოლოოდ 110:102 მემფისელთა სასარგებლოდ.
"ატლანტა ჰოქსი" მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს "ინდიანასთან" სტუმრად გამართავს.
* * *
თორნიკე შენგელიას "ბრუკლინმა" სეზონის პირველი მატჩი 13 ოქტომბერს ფილადელფიაში ჩაატარა და 108:105 მოიგო. როგორც წესი, მწვრთნელები ახალწვეულებს საგამოფენო მატჩებში ყურადღებით აკვირდებიან, თუმცა ეივერი ჯონსონმა შენგელია მოედანზე არ შეიყვანა.
თუ შემადგენლობას გადავხედავთ, თორნიკეს უთამაშებლობის მიზეზად მწვრთნელის შემდეგი მოსაზრება უნდა მივიჩნიოთ: ჯონსონმა გადაწყვიტა, ფილადელფიაში 11 კალათბურთელისთვის საკმარისი სათამაშო დრო მიეცა, ხოლო დანარჩენი შვიდის გამოცდა მომდევნო მატჩებისთვის გადადო.
შვიდეულში მოხვდნენ: შენგელია, ბრუკსი, ტეილორი, დენისი, მეისი, სტეკჰაუსი და ევანსი (მხოლოდ 3 წუთი ითამაშა). რამდენად მართებული დასკვნაა, 16 ოქტომბერს დავრწმუნდებით: გამთენიისას "ბრუკლინ ნეთსს" "ვაშინგტონთან" უნდა ეთამაშა.
სერია A
ქართულ-იტალიურ გუნდებს წარუმატებელი კვირეული ჰქონდათ: მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" ევროლიგაზე შინ "ოლიმპიასთან" დათმო, ხოლო ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" ასევე შინ - "ალბასთან". ორივე შემთხვევაში ფავორიტებად იტალიელები ითვლებოდნენ...
ამის შემდეგ კანტუელებმა და სიენელებმა რეაბილიტაცია იტალიის ჩემპიონატში სცადეს. მარკოიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა გასული სეზონის აღმოჩენა "დინამო სასარისთან" სტუმრად მაღალ დონეზე ითამაშეს: საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე მანუჩარმა სამქულიანით "კანტუ" 61:59 დააწინაურა, 30 წამით ადრე პიეტრო არადორიმ ორიდან ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა და 64:63 კანტუელთა სასარგებლოდ.
ბოლო შეტევის უფლება დინამოელებს დარჩათ. მათ ბურთის გვერდიდან შემოტანის შემდეგ სატყორცნად წამი რჩებოდათ... მოხდა საოცრება: დრეიკ დიენერმა ურთულესი სიტუაციიდან შორეული ორქულიანი ჩააგდო და სტუმრებს მოგება "ჯიბიდან ამოაცალა".
* * *
სიენას "მონტეპასკიმაც" გასვლაზე ითამაშა ("ვარეზესთან"). მას შეხვედრის ბედის გადაწყვეტა ბოლო წამებისთვის არ მიუნდია და სეზონს წაუგებლად აგრძელებს.
უკრაინის სუპერლიგა
იტალიის ჩემპიონატისგან განსხვავებით, უკრაინის პირველობის პირდაპირ ეთერში ხილვის საშუალება გვეძლევა. ასე რომ, უკეთესად შეგვიძლია გიორგი ცინცაძის გამოსვლის შეფასება.
დავიწყოთ იქიდან, რომ "ბუს" (ცინცაძის მეტსახელი) "ბუდიველნიკი" სუპერლიგაში დამაჯერებლად ასპარეზობს. გასულ კვირას "ჰაე"-ზე დაწყებული გუნდები, "ჰოვერლა" და "ჰალიჩინა", "ერთმანეთზე მიაწყო" და ხუთი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
"ჰალიჩინასთან" მთელი მატჩის განმავლობაში წინ "ბუდიველნიკის" კალათბურთელები იყვნენ და ლოგიკურად, შეხვედრა გამარჯვებამდე მშვიდად უნდა მიეყვანათ. მეოთხე პერიოდი გიორგიმ სამქულიანით გახსნა და მასპინძლები 61:49 დააწინაურა. 34-ე წუთზე ცინცაძემ თანაგუნდელებს კვლავ 11-ქულიანი ფორა დაუბევა (69:58), რის შემდეგაც მწვრთნელმა იგი სათადარიგოთა სკამზე დააბრუნა.
სამიოდე წუთში აინარს ბაგაცკისი იძულებული გახდა, ქართველი გამთამაშებელი ისევ მოედანზე შეეყვანა, რადგან მის შეგირდებს შეტევების ორგანიზება გაუჭირდათ, სხვაობა კი სამ ქულამდე შემცირდა. სირენამდე 36 წამით ადრე ცინცაძემ ორიდან ერთი ჯარიმა ჩააგდო (76:73). ამას მოჰყვა ლეო ლაიონსის ორი ზუსტი ტყორცნა სტატიკური მდგომარეობიდან და - 78:73.
საქმე არტურ დროზდოვმა ეფექტური ზემოდან გდებით მოამთავრა. 80:75 "ბუდიველნიკის" სასარგებლოდ.
ისრაელის ვინერ-ლიგა
კვირას ისრაელის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში გიორგი შერმადინი ჯეიკობ პულენის წინააღმდეგ წარსდგა. როგორც მოსალოდნელი იყო, შერმადინის "მაქაბიმ" იერუსალიმის "ჰაპოელი" 88:82 დაამარცხა.
გიორგიმ 15 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა: 5 ორქულიანი და 4 საჯარიმო ისროლა, რომელთაგან მხოლოდ ერთი ორქულიანი ააცილა.
პულენმა 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი ჩააგდო და მატჩი 14 ქულით დაასრულა.
მოთამაშე გუნდი თარიღი შეჯიბრება VS ანგარიში წუთი ქულა მოხსნა პასი ჩაჭრა დაფარება
ზაზა ფაჩულია ატლანტა (NBA) 10.10 NBA სან ანტონიო VS 101:99 არ უთამაშია
14.10 NBA მემფისი VS 110:102 22 9 9 1 0 0
თორნიკე შენგელია ბრუკლინი (NBA) 13.10 NBA ფილადელფია VS 105:108 არ უთამაშია
მანუჩარ მარკოიშვილი კანტუ (იტ) 11.10 ევროლიგა VS ოლიმპია (სლოვენ) 71:84 19 13 1 2 0 0
14.10 იტალიის ჩემპ. დინამო სასარი VS 65:64 35 16 5 3 0 0
ვიქტორ სანიკიძე მონტეპასკი (იტ) 12.10 ევროლიგა VS ალბა (გერმ.) 82:92 17 6 1 1 0 0
გიორგი შერმადინი მაქაბი (ისრ) 11.10 ევროლიგა უნიკახა (ესპ) VS 85:80 14 9 3 0 0 0
14.10 ისრაელის ჩემპ. VS ჰაპოელი (იერუს) 88:82 15 12 4 0 0 0
გიორგი ცინცაძე ბუდიველნიკი (უკრ) 12.10 უკრაინის ჩემპ VS ჰოვერლა 92:84 16 8 3 2 2 0
14.10 უკრაინის ჩემპ VS ჰალიჩინა 80:75 20 11 2 3 1 0
ბექა ბურჯანაძე კახასოლი (ესპ) 7.10 ესპანეთის ჩემპ. ესტუდიანტესი VS 76:46 12 0 0 1 0 0
ჯეიკობ პულენი ჰაპოელი (ისრ) 14.10 ისრაელის ჩემპ. მაქაბი (თელ-ავივი) VS 88:82 35 14 2 4 2 0
სერგო ათუაშვილი პალანგა (ლიტვა) 13.10 ლიტვის ჩემპ პიენო VS 93:59 არ უთამაშია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"