ქართველები ევროლიგაზე: გამარჯვებული გიორგი შერმადინი გამოვიდა

AutoSharing Option
ევროლიგის მეორე ტურის ორ მატჩში სამმა ქართველმა ითამაშა. ისრაელში გიორგი შერმადინის "მაქაბიმ" ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკის" უმასპინძლა და 70:68 დაამარცხა.

ვიქტორი გადამწყვეტ მომენტში მოედანზე იყო, საბოლოოდ კი 20 წუთში 7 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. მისი მოწინააღმდეგე შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, 10 წუთი ითამაშა, 4 ქულა (2-დან 2 ორქულიანი) და თითო მოხსნა-პასი გაიფორმა.

"პანათინაიკოსთან" ორი ქულის სხვაობით დამარცხდა მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" 76:78.

ქართველმა უკანახაზელმა შეხვედრა საოცრად დაიწყო, 12 წუთში 14 ქულა ჰქონდა. მანუჩარი საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე საჯარიმოში შეიჭრა და
ორ ქულასთან ერთად ჯარიმის ტყორცნის უფლება მოიპოვა - 76:78. კანტუელებს ანგარიშის გასათანაბრებლად დრო აღარ ეყოთ.

მანუ 17 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, 29 წუთში მის ანგარიშზე 3 პასი და 1 მოხსნა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაქაბს შეხვდა ვერ წეიკიტხე შერმადინის მაქაბს
shota
18:39 19-10-2012
0
არადა წერია :) "პანათინაიკოსთან" ორი ქულის სხვაობით დამარცხდა მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" 76:78 :))
0

სიახლეები პოპულარული