ზაზა ფაჩულიამ "ნიუ ორლეანს" 6 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
მორიგი საგამოფენო მატჩები გამართეს ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას გუნდებმა. "ატლანტა" ჰოუქსმა "ნიუ ორლეანს" უმასპინძლა და 97:68 იმარჯვა, ხოლო შენგელიას "ბრუკლინი" შინ "ბოსტონთან" 85:115 დამარცხდა.

წინა ორ მატჩში სასტარტოში ყოფნის შემდეგ სათადარიგო იყო ზაზა ფაჩულია. ქართველმა ცენტრმა 17 წუთი ითამაშა და მოედანი 6 ქულით, 4 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დატოვა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხუთეულში მის პოზიციაზე მყოფმა ალ ჰორფორდმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა - 10 ქულა, 11 მოხსნა.

მომდევნო მატჩს "ატლანტა" 26 ოქტომბერს
დეტროიტში გამართავს.

ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ უშედეგო მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ. მისმა "ბრუკლინმა" 17 ოქტომბერს სტუმრად "ბოსტონი" ქულით დაამარცხა, 19 ოქტომბერს გამთენიისას კი შინაურ კედლებში "სელტიქსთან" 85:115 წააგო.

შენგელია სათადარიგო იყო და 10 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 3 სროლა (2 ორულიანი) და 2 საჯარიმო ააცილა. შენგელიამ მოედანი 2 პასით და 1 ჩაჭრით დატოვა.

მომდევნო საგამოფენო შეხვედრა შენგელიას გუნდს 20 ოქტომბერს, გამთენიისას, შინ "ფილადელფიასთან" აქვს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული