ქართველი კალათბურთელების იტალიური გამარჯვებები

AutoSharing Option
21 ოქტომბერს ითამაშა საქართველოს ნაკრების სამმა კალათბურთელმა. იტალიის ჩემპიონატში მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" შინ "ბრინდისი" 84:80 დაამარცხა, ხოლო ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" სიენაში "პესაროს" 65:60 სძლია.

მანუმ 32 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა, ხოლო ვიქტორმა 18 წუთში - 9 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა.

უკრაინის პირველობაზე, როგორც იტყვიან, მოგებული თამაში დათმო გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" - 69:70. ქართველმა გამთამაშებელმა 16 წუთი ითამაშა, 1 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული