იგი გასულ სეზონში ესპანური "ალიკანტეს" ღირსებას იცავდა, თუმცა გაზაფხულზე ფეხის ტრავმა მიიღო და ექიმებმა დასვენება ამა წლის სექტემბრამდე ურჩიეს.
დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა. ტაირონმა მოცდას თქმა ამჯობინა - ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენისთვის დიდი დრო დამჭირდება; ისეთ ასაკში არ ვარ, ბევრი ვიცადო, უმჯობესია, სპორტული ფეხსაცმელი ლურსმანს მივაბაროო.
"უკვე ოფიციალურად შემიძლია განვაცხადო - პროფესიული კალათბურთიდან წავედი. ღმერთმა მომცა საშუალება, უმაღლეს დონეზე 11 წელი მეთამაშა. საკუთარი კარიერით კმაყოფილი ვარ.
მწვრთნელობას ვაპირებ: "ოკლაჰომას" მეორე მწვრთნელმა NBA-ს განვითარების
იგი 2006 წელს საქართველოს ნაკრებში გორდონ ჰერბერტმა ჩამოიყვანა. ნატურალიზებულთა შორის ჩვენი ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი სწორედ ტაირონს აქვს ნათამაშები - "ჯვაროსანთა" ღირსებას სამი წლის განმავლობაში იცავდა (18 მატჩი).
2009 წელს A დივიზიონში გადასვლაში ელისმა დიდი წვლილი შეიტანა.
ელისი საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია რეალიზებულ შორეულ ტყორცნებში. მის ანგარიშზე 63 სამქულიანია.
ტაირონ ელისი
დაიბადა: 5.10.1977
სიმაღლე: 196 სმ
ამპლუა: უკანახაზელი
კარიერა
2001-02 ჰანსტვილი (აშშ)
2002-03 ხირონა (ესპანეთი)
2003-05 ფრანკფურტი (გერმანია)
2005-06 ბეშიქთაში (თურქეთი)
2006-07 ნაპოლი (იტალია)
2007-10 კახასოლი (ესპანეთი)
2010-11 ესტუდიანტესი (ესპანეთი)
2011-12 ალიკანტე (ესპანეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"