ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო. შერმადინმა 16 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 5 ცდიდან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და მის ნატყორცნს ერთხელ დაუფარეს.
მაკაბელთაგან საუკეთესო დევიდ ლოგანი (16) გახლდათ. შონ ჯეიმსმა 15, გაი პნინიმ - 14, იოგნევ ოჰაიონმა - 12, ხოლო რიკი ჰიკმანმა 10
"ნეთანიას", თელ ავივისა და რიშონის "მაკაბებს" 2 ტურის შემდეგ 2 გამარჯვება აქვთ და ისინი ჩემპიონატს ლიდერობენ. მომდევნო ტური 28 ოქტომბერს გაიმართება: შერმადინის გუნდი რიშონის "მაკაბის" უმასპინძლებს, ხოლო ჯეიკობ პულენის "იერუსალიმი" "ნეთანიას" უმასპინძლებს.
gbf.ge