ლაშა გამყრელიძის ექვსი პასი და მეორე მოგება

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის ლიდერთა შორისაა ლაშა გამყრელიძის "გისენი". ამ გუნდმა პირველ მატჩში ბონის "ტელეკომი" დაამარცხა, რითაც ბუნდესსაზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მეორე ტურის სათამაშოდ გისენელები ლუდვიგსბურგში ჩავიდნენ. მასპინძლებს პირველ ტურში "არტლანდთან" მწარე მარცხი ჰქონდათ ნაწვნევი (55:70) და ჯავრის ამოყრას ახალგაზრდულ "გისენზე" აპირებდნენ. "ლუდვიგსბურგის" კალათბურთელები ამავე ქალაქის გაზეთმა კარიკატურითაც გაამხნევა (იხილეთ ამავე გვერდზე).

კარიკატურისტს სჯეროდა, რომ წინა ტურში "ფეხმოტეხილი" "ლუდვიგსბურგი" "გისენს" გალახავდა, მაგრამ პირიქით მოხდა. გამყრელიძის (სასტარტო ხუთეულში იყო) თანაგუნდელებმა მატჩი იმდენად სტაბილურად ჩაატარეს, რომ ევროგრანდებსაც შეშურდებო
დათ. სხვათა შორის, არც მასპინძლებს მოსვლიათ სერიოზული ჩავარდნა და სწორედ ამიტომ საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ტაბლოზე ოთხი ხუთიანი ეწერა - 55:55.

- გერმანიის ჩემპიონატში თითქმის ყველა მატჩის ბედი ბოლო წუთებზე წყდება. ამისთვის "გისენთანაც" ვემზადებოდით, მაგრამ მეტოქე ჩვენზე უკეთესად მომზადებული აღმოჩნდა და ვერაფერი მოვუხერხეთ, - დაიჩივლა "ლუდვიგსბურგის" მწვრთნელმა მარკუს იოხუმმა.
ბოლო 2 წუთში "გისენმა" 9:3 მოიგო. საბოლოოდ 64:58 გამყრელიძის თანაგუნდელთა სასარგებლოდ. ქართველმა გამთამაშებელმა 28 წუთი ითამაშა რომ შეატყო, ოვჩინას, ბრუკსს და პიკოკს სროლა კარგად მისდიოდათ, მათი პასებით მომარაგებაზე გადაერთო და 6 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა, რასაც 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიამატა. ზემოთ ნახსენებმა ტრიომ ჯამში 56 ქულა მიითვალა.

გუშინ, გვიან ღამით "გისენმა" "ბაიროითს" უმასპინძლა. ამ შეხვედრის შედეგს და ლაშას მონაგარს ამავე გვერდზე სხვა ლეგიონერების სტატისტიკასთან ერთად იხილავთ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული