კარიკატურისტს სჯეროდა, რომ წინა ტურში "ფეხმოტეხილი" "ლუდვიგსბურგი" "გისენს" გალახავდა, მაგრამ პირიქით მოხდა. გამყრელიძის (სასტარტო ხუთეულში იყო) თანაგუნდელებმა მატჩი იმდენად სტაბილურად ჩაატარეს, რომ ევროგრანდებსაც შეშურდებო
- გერმანიის ჩემპიონატში თითქმის ყველა მატჩის ბედი ბოლო წუთებზე წყდება. ამისთვის "გისენთანაც" ვემზადებოდით, მაგრამ მეტოქე ჩვენზე უკეთესად მომზადებული აღმოჩნდა და ვერაფერი მოვუხერხეთ, - დაიჩივლა "ლუდვიგსბურგის" მწვრთნელმა მარკუს იოხუმმა.
ბოლო 2 წუთში "გისენმა" 9:3 მოიგო. საბოლოოდ 64:58 გამყრელიძის თანაგუნდელთა სასარგებლოდ. ქართველმა გამთამაშებელმა 28 წუთი ითამაშა რომ შეატყო, ოვჩინას, ბრუკსს და პიკოკს სროლა კარგად მისდიოდათ, მათი პასებით მომარაგებაზე გადაერთო და 6 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა, რასაც 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიამატა. ზემოთ ნახსენებმა ტრიომ ჯამში 56 ქულა მიითვალა.
გუშინ, გვიან ღამით "გისენმა" "ბაიროითს" უმასპინძლა. ამ შეხვედრის შედეგს და ლაშას მონაგარს ამავე გვერდზე სხვა ლეგიონერების სტატისტიკასთან ერთად იხილავთ.