მან ერთხელ სცადა შორეული ტყორცნა და ისიც მიზანში მოარტყა. გარდა ამისა, 12 წუთში თორნიკეს ანგარიშზე 5 მოხსნა იყო.
საინტერესო და ამავე დროს, სასიამოვნოა, რომ თორნიკე "ნიუ იორკთან" მატჩში მოედანზე მეოთხე პერიოდის მეექვსე წუთზე შევიდა. მას მერე ოვერტაიმის ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. სამქულიანი სწორედ დამატებით დროში ჩააგდო და ანგარიშიც გაათანაბრა - 89:89.
შეხვედრის ბედი ოვერტაიმის დასრულებამდე 44 წამით ადრე გადაწყდა, როცა ორკელმა თომპსონმა სამქულიანით სხვაობა 4 ქულამდე
რიცხვი სამის ხსენება კიდევ ორჯერ მოგვიწევს: "ბრუკლინმა" საგამოფენო მატჩები 3-3 მოგება-წაგებით დაასრულა.
NBA-ს ახალ სეზონს "ნეთსი" 1 ნოემბერს დაიწყებს, კვლავ "ნიუ იორკს" უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"