ნიკა ცქიტიშვილმა ირანში გუნდი გამოიცვალა

AutoSharing Option
ირანის მოქმედი ჩემპიონი და დასავლეთ აზიის საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული ნიკა ცქიტიშვილი კარიერას ირანში, ოღონდ სხვა კლუბში გააგრძელებს.

ქართველმა ფორვარდმა აღნიშნული ტიტულები გასულ სეზონში "მაჰრამში" მოიგო და ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მისით დაინტერესება სხვა კლუბებმაც გამოთქვეს, თუმცა ყველას "ფულად მაჰანმა" აჯობა.

შესაბამისად, ცქიტიშვილი დედაქალაქ თეირანიდან ისპაჰანში გადაბარგდება, სადაც, როგორც ჩანს, საჩემპიონო გუნდს აყალიბებენ "ფულად მაჰანის" სახით.

ცქიტიშვილი ირანის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ, რომელიც საშუალოდ მატჩში 17,2 ქულას, 9,9 მოხსნას, 1,1 პასს და 1,8 დაფარებას აგროვებდა.

ირანის ჩემპიონატში ცქიტიშვილთან ერთად
სერგო ათუაშვილიც ითამაშებს, რომელიც "ესტეღალის" ღირსებას დაიცავს.

ირანის ჩემპიონატი 1 ნოემბერს იწყება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული