გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" "დნიპროსთან" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ზედიზედ ორი წაგების შემდეგ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია მოახერხა "ბუდიველნიკმა", რომელმაც კიევში "დნიპროს" სძლია.

გიორგი ცინცაძის თანაგუნდელებმა პირველივე პერიოდში 10-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს (28:18), დარჩენილ დროში სტაბილურად ითამაშეს და 96:79 გაიმარჯვეს.

ქართველი პლეიმეიქერი სასტარტო ხუთეულში იყო და ნაყოფიერადაც იშრომა. მის ანგარიშზე 20 წუთში 10 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 მოხსნაა. გიორგიმ 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. კიეველებს ლეო ლაიონსი გაუძღვა, რომლის ანგარიშზე 20 ქულაა.

28 ოქტომბერს "ბუდიველნიკი" "დნიპრო-აზოტს" მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული