ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა" კომპოსტელაში ვერ იმარჯვა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა" კომპოსტელაში წააგო. ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის მე-5 ტურის მატჩი სევილიელებმა სტუმრად "ბლუსენსთან" გამართეს და 61:82 წააგეს.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა შეხვედრა სუსტად ჩაატარა და სამი მეოთხედის შემდეგ 30 ქულით ჩამორჩებოდა. საბოლოოდ სევილიელებმა ის მოახერხეს, რომ ჩამორჩენა 21 ქულამდე შეამცირეს.

ბურჯანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 9 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა ქულა ვერ მოინაგრა და საბოლოოდ 1 პასსა და 1 მოხსნას დასჯერდა.

ბურჯანაძემ კომპოსტელელთა კალათს შორი დისტანციიდან 2-ჯერ შეუტია, თუმცა ვერც ერთი ვერ ჩააგდო.

კახასოლელთა შემადგენლობაში 12 ქულით საუკეთესო ჩეხი ლეგიონერი
ტომაშ სატორანსკი გახდა, ხოლო სერბმა მილენკო ტეპიჩმა 11 მოინაგრა.

1 მოგებითა და 4 წაგებით ბურჯანაძის გუნდი მე-14 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს "კახასოლი" 3 ნოემბერს, შინ "ვალენსიას" წინააღმდეგ გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული