გიორგი ცინცაძემ უკრაინაში სარეკორდო მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
"ბუდიველნიკმა" 31 ოქტომბერს უკრაინის ჩემპიონ "დონეცკს" უმასპინძლა და 21 ქულის სხვაობით დაამარცხა - 81:60.

"ვეფხვების" ძლევაში დიდი წვლილი შეიტანა ამავე გუნდის ყოფილმა კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ, რომელმაც უკრაინაში საუკეთესო თამაში ჩაატარა: 32 წუთში 9 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა.

მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით იგი თანაგუნდელ არტურ დროზდოვთან ერთად საუკეთესო იყო. "ბუმ" (ცინცაძის მეტსახელი) 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

რამდენად ძლიერი მეტოქე დაამარცხა "ბუდიველნიკმა", ამის შესახებ წარმოდგენა შეგექმნებათ, თუ "დონეცკის" სამიოდე
კალათბურთელს ჩამოგითვლით - დორონ პერკინსი, კალოიან ივანოვი, დარიუს სონგაილა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული