შეუჩერებელი ქართველი! - გიორგი ცინცაძის 22 ქულა და 8 პასი

AutoSharing Option
- დღეს ქართველი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე შეუჩერებელია. ევროლიგაზე გამოცდილი ლინ გრირიც კი მასთან ვერას აწყობს, - ასეთ ფრაზას მოისმენდა გულშემატკივარი, რომელმაც 2 ნოემბერს უკრაინის ჩემპიონატში "ბუდიველნიკისა" და "აზოვმაშის" თამაშს მიადევნა თვალი.

პირველი ტაიმის შემდეგ სტუმარი აზოვისპირელები 45:40-ს იგებდნენ, თუმცა ცინცაძე და მისი თანაგუნდელები დიდი შესვენებიდან იმდენად შემართებულნი გამოვიდნენ, რომ მეტოქეს მესამე პერიოდში მხოლოდ 8 ქულა ჩააგდებინეს, თავად კი 27 მიითვალეს.

საბოლოო ანგარიშია 90:70 "ბუდიველნიკის" სასარგებლოდ, რაც ერთობ მოულოდნელი შედეგია, რადგან "აზოვმაში" ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.

მესამე პერიოდში, როცა მატჩის ბედი
წყდებოდა ცინცაძემ (1986 წელსაა დაბადებული) ქულებიც უხვად აგროვა და პასებიც არიგა.

თამამად შეიძლება ითქვას: მან 2009 წლის შემდეგ საკლუბო დონეზე საუკეთესო თამაში სწორედ 2 ნოემბერს ჩაატარა: 36 წუთი, 22 ქულა, 7 მოხსნა, 8 პასი, 2 ჩაჭრა.

"ბუმ" 4-დან 4 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო მიითვალა, მარგი ქმედების კოეფიციენტით, ცხადია ყველას ერთი თავით აღემატებოდა - 30.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ცინცაძემ უკრაინაში სარეკორდო მატჩი ჩაატარა
გიორგი ცინცაძე: საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული