ვიქტორ სანიკიძის "სიენამ" ევროლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
იტალიური "სიენას" პირველი გამარჯვება მიმდინარე ევროლიგაში. სამი სასტარტო წაგების შემდეგ ვიქტორ სანიკიძის გუნდმა შინ ფრანგული "შალონი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში, 3 ქულის სხვაობით - 93:90 დაამარცხა.

იტალიურმა გრანდმა შეხვედრა უხეიროდ დაიწყო და სასტარტო ათწუთეული 23:30 დათმო. მართალია, შემდეგ მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს, მაგრამ გადამწყვეტი მეოთხედის წინ მაინც აგებდნენ - 73:75.

ყველაფერი ბოლო ათწუთეულში გადაწყდა, რომელიც სიენელებმა 5 ქულით მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც სანიკიძის გუნდს დარჩა.

ქართველი ფორვარდი ლიმიტირებული იყო დროში. სანიკიძემ 17 წუთი ითამაშა და ძირითადად დაცვითი ფუნქციებით იყო დაკავებული. ვიქტორმა
ფრანგების კალათს თამაშიდან მხოლოდ ერთხელ, ისიც უხეიროდ შეუტია, ხოლო ამ მატჩში მოგროვებული 4 ქულა, საჯარიმო ხაზიდან მოინაგრა. სანიკიძემ 4 ცდიდან ყველა საჯარიმო სროლა გამოიყენა.

4 ქულასთნ ერთად ვიქტორს 3 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა, ბურთიც ერთხელ დაკარგა. სიენელებს ბობი ბრაუნმა ულიდერა, რომელმაც 34 ქულა მოაგროვა და მე-4 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ბრაუნთან ერთად იტალიურ გუნდში 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ დევიდ მოსმა (12) დაძლია. შალონელთა ლიდერი კი "ატლანტაში" ზაზა ფაჩულიას ყოფილი თანაგუნდელი შელდენ უილიამსი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა და 13 მოხსნა მოინაგრა.

gbf.ge


ასევე იხილეთ:
ფიბაეუროპე.ცომ: ვიქტორ სანიკიძის დიდი ქართული ოჯახი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული