კახა ბურჯანაძემ "ვალენსიას" 5 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
სევილიური "კახასოლის" ქართველმა ფორვარდმა "ვალენსიას" წინააღმდეგ ითამაშა და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ცუდი ისაა, რომ "კახასოლმა" ისევ წააგო. სევილიელებმა "ვალენსიასთან" ვერაფერი გააწყვეს და 73:82 დამარცხდნენ.

18 წლის ქართველი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე 10 წუთი გაატარა. ბურჯანაძემ 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 5 ქულასთან ერთად ბექას თითო მოხსნა და პასი დაუგროვდა, ბურთიც ერთხელ დაკარგა.

"კახასოლში" 24 ქულით საუკეთესო ჯონ ჰოლანდი გახლდათ, ხოლო ტომაშ სატორანსკიმ 16 დააგროვა. ვალენსიელებმა უფრო გუნდურად ითამაშეს და გამოკვეთილი
მექულე არ ჰყოლიათ. ჯუსტინ დოულმანის ანგარიშზე 16 ქულა იყო, ვიქტორ ფავორანისაზე კი - 15.

6 ტურის შემდეგ სევილიელებს 1 გამარჯვება აქვთ და "ფუენლაბრასთან" ერთად 14-15 ადგილებს იყოფენ. მომდევნო ტურში, 11 ნოემბერს "კახასოლი" "კანარიასს" უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული