დავიწყოთ შერმადინით, რომლის "მაკაბიც" ჰაიფაში მოსახელე გუნდს ხვდებოდა. თელავიველებმა წინა ტურში შინ "რიშონთან" მოულოდნელი მარცხი განიცადეს და ჰაიფაში რეაბილიტაციის სურვილით ჩავიდნენ, რაც გამოუვიდათ კიდეც.
შერმადინის გუნდმა მეტოქე 87:67 დაამარცხა, რაშიც თავისი არცთუ მოკრძალებული წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.
შერმადინი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მთლიანობაში 22 წუთი ითამაშა. ისე კი, უნდა აღინიშნოს, რომ სათადარიგოებმა ჯამში უფრო მეტი დრო გაატარეს მოედანზე, ვიდრე სასტარტოებმა.
მაგალითად, შერმადინმა ხუთეულის
შერმადინმა 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 ზუსტი საჯარიმო მოაყოლა და თავი 11 ქულას მოუყარა.
ქართველმა ცენტრმა ასევე 8 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მოინაგრა, ბურთიც ერთხელ დაკარგა და მეტოქემაც ერთხელ დაუფარა.
3 მოგებითა და 1 მარცხით თელ ავივის "მაკაბი" ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწია ჯეიკობ პულენის "ჰაპოელმა", რომელმაც სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. იერუსალიმურმა გუნდმა აშდოდის "მაკაბის" უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით - 90:71 გაიმარჯვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი გამთამაშებელი გახდა. პულენმა, რომელიც სასტარტო იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა, 21 ქულას და 2 პასს მოუყარა თავი. ჯეიკობმა თავი შორი სროლებით გამოიჩინა. მისი 6 სამქულიანიდან მიზანს 5-მა მიაღწია. პულენმა ასევე 3-დან 1 ორიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
მომდევნო ტური 11 ნოემბერს გაიმართება: შერმადინის გუნდი გალილეის "გილბოას" შეხვდება, ხოლო პულენის "ჰაპოელი" ჰაშარონში "ბნეის" დაუპირისპირდება.
gbf.ge