მანუჩარ მარკოიშვილის 8 ქულა და "კანტუს" გამარჯვება

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება იზეიმა.

კანტუელებმა "აველინოს" უმასპინძლეს და დამაჯერებლად - 79:67 დაამარცხეს. 6 ტურის შემდეგ მარკოიშვილის გუნდს 4 გამარჯვება აქვს და ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო. მარკოიშვილმა მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. მანუჩარმა 4-დან 2 სამქულიანი და 5-დან 1 ორიანი ჩააგდო. კანტუელთაგან 17 ქულით ბომბარდირი ტაიუს ალექსი გახდა, 16 ქულა დააგროვა ფინელმა მაარტენ ლუნენმა.

მომდევნო ტურში კანტუელები კვლავ შინ ითამაშებენ. მარკოიშვილის გუნდის
მეტოქე "ვანოლი" იქნება. 5 ნოემბერს მე-6 ტურის ბოლო მატჩი გაიმართება. ვიქტორ სანიკიძის "სიენა" მილანის "ემპორიო არმანის" უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული