თორნიკე შენგელიას დებიუტი NBA-ში "მაიამისთან" შეხვედრაში შედგა

AutoSharing Option
8 ნოემბერს, გამთენიისას, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თორნიკე შენგელიას დებიუტი შედგა.

ქართველი ფორვარდის გუნდი მაიამიში მოქმედ ჩემპიონს ხვდებოდა და ამ მატჩის ბოლო მეოთხედი შენგელიამ სრულად ითამაშა. 12 წუთში თორნიკემ 2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.

"მაიამისთან" ბრუკლინელები თითქმის უშანსოდ იყვნენ. მათ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ჯერალდ უოლესი აკლდათ და საერთოდაც, მაიამიში რომ ჩადიხარ, სულ რომ ოპტიმალური შემადგენლობით იყო, წაგების უფრო მეტი ალბათობა არსებობს.

"ბრუკლინი" მთელი თამაშის მანძილზე აგებდა და საბოლოოდ 30-ქულიანი მარცხი განიცადა - 73:103.

შედეგიანობით ვერცერთი ბრუკლინელი ვერ გამოირჩა. საუკეთესოდ
11 ქულისა და ამდენივე მოხსნის მომგროვებელი კრის ჰამფრი აღიარეს. დერონ უილიამსმა 14 ქულა მოაგროვა, მაგრამ 7 დაკარგვით საქმე და იმიჯი წაიხდინა.

შენგელია მწვრთნელმა მე-3 და მე-4 პერიოდებს შორის შეცვალა და დარჩენილი 12 წუთი სრულად ათამაშა. ერთ ეპიზოდში ფარქვეშ შესულ შენგელიაზე მაიამელი ჯოშ ჰერელსონი დაჯარიმდა.

თორნიკემ ორივე ტყორცნა ზუსტად შეასრულა და ისტორიული ქულებიც მიითვალა. 21 წლის ფორვარდის კარიერაში ეს NBA-ში მოხვეჭილი პირველი ქულები გახლდათ.

მომდევნო შანსს შენგელია 9 ნოემბერს, "ორლანდოსთან" გასამართ მატჩში დაელოდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი თოკო, სულ გამარჯვებით გევლოს.
gaiozi
15:00 08-11-2012
0

სიახლეები პოპულარული