ამასთან, ეს იყო ფაჩულიას სეზონის პირველი მატჩი სასტარტო ხუთეულში, ოღონდ ამის მიზეზი ალ ჰორფორდის ტრავმა არ ყოფილა. მწვრთნელმა გუნდის ორივე ნომინალური ცენტრი ხუთეულში გაამწესა და ორივეს თითქმის თანაბარი სათამაშო დრო უბოძა.
ქართველი ცენტრი მოედანზე 33,47 წუთი იმყოფებოდა. ატლანტელთაგან მასზე მეტი, ისიც მხოლოდ 1 წუთით, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯოშ სმიტმა ითამაშა.
ფაჩულია ისეთ სამუშაოს ასრულებდა, რომელიც ეფექტურობით არ გამოირჩევა, მაგრამ
ზაზა დაცვაში იდგა და ფარქვეშ ეგრეთ წოდებულ წმენდით სამუშაოებს ასრულებდა. მან ნებისმიერ ოპონენტზე მინიმუმ 2-ჯერ მეტი მოხსნა მოაგროვა. ინდიანელთა შორის ყველაზე მეტი, 7 ფარიდან ასხლეტილი ბურთი როი ჰიბერტიმ და პოლ ჯორჯმა მოიხელთეს, ხოლო "ატლანტაში" ზაზას მერე ყველაზე მეტი მოხსნა ალ ჰორფორდს (9) ჰქონდა.
რაც შეეხება ქულებს, ქართველმა ცენტრმა ინდიანელთა კალათს 5-ჯერ შეუტია და 3 ტყორცნა ჩააგდო. ზაზას საბოლოო სტატისტიკური მაჩვენებლებია: 6 ქულა, 14 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაკარგვა. ატლანტელთაგან საუკეთესოდ გამთამაშებელი ჯეფ ტიგი დასახელდა, რომელმაც 15 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მოინაგრა.
მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომლის დაწყებამდეც "ატლანტა" 12 ქულით ჩამორჩებოდა. გადამწყვეტი 12-წუთეული ატლანტელებმა 24:9 მოიგეს და საბოლოოდ 89:86 გაიმარჯვეს.
ატლანტელებმა სეზონის წაგებით დაწყების შემდეგ უკვე მეორე მატჩი მოიგეს. მომდევნო შეხვედრა ზაზას გუნდს შინ 9 ნოემბერს, "მაიამისთან" ელის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"