მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის ევროგამარჯვებები

AutoSharing Option
მოულოდნელი შედეგით დასრულდა ევროლიგაზე იტალიაში "კანტუსა" და თურქული "ფენერბაჰჩეს" დაპირისპირება.

მასპინძლებმა მეტოქე 82:58 დაჩაგრეს. არადა, მატჩამდე ფავორიტად "ფენერბაჰჩე" ითვლებოდა.

მანუჩარ მარკოიშვილმა გამარჯვებაში 6-ქულიანი წვლილი შეიტანა, რასაც თითო მოხსნა-ჩაჭრა მიამატა. მან 20 წუთი ითამაშა. მოედანზე მეოთხე პერიოდში აღარ გამოჩენილა, ალბათ, იმიტომ, რომ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

გიორგი შერმადინის "მაქაბიმ" - გერმანიაში "ალბა" 78:76 დაჯაბნა. ქართველმა ცენტრმა მეოთხე პერიოდის საკვანძო მომენტში 5 ქულა ჩააგდო. სულ 13 წუთში 7 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული