თორნიკე შენგელიას მეორე მატჩი NBA-ში და ეფექტური ჩატენვა "ორლანდოსთან"

AutoSharing Option
ვიდეო
მოედანზე სულ წამების შესული იყო, როცა საკუთარ საჯარიმოსთან ბურთი მოიხელთა, მთელი მოედანი სწრაფი დრიბლინგით გადასერა და "ორლანდოს" კალათში ისე ჩატენა, მეტოქეს დაჯარიმება აიძულა.

ეს ყველაფერი 21 წლის თორნიკე შენგელიამ, თავისი ნბა-ს კარიერის მეორე მატჩში გააკეთა. ამ მოხდენილი ეპიზოდის გარდა ქართველმა ფორვარდმა მაყურებელს თავი ზუსტი სამქულიანით დაამახსოვრა.

ბრუკლინელებმა "ორლანდო" მისსავე მოედანზე ძალიან იოლად 107:68 დაამარცხეს. მატჩის დასრულებამდე 6,33 წუთით ადრე მოედანზე თორნიკე შენგელია და ბრუკლინელთა მეორე ახალწვეული მირზა ტელეტოვიჩი გამოჩდნენ, რომლებმაც შეხვედრა შეუცვლელად ჩაამთავრეს.

ბოსნიელმა ფორვარდმა საბოლოოდ 5 ქულა მითვალა, შენგელიას
ანგარიშზე კი 6 ქულა იყო.

ქართველმა ფორვარდმა თამაშიდან ორივე ტყორცნა (1 ორიანი და 1 სამიანი) ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 3-დან 1 მიითვალა. სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები შენგელიას არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ შენგელიამ თამაშში მონაწილე 12 ბრუკლინელიდან ქულებით 4 სათადარიგოსა და ერთ სასტარტოს აჯობა. საუკეთესო ბრუკ ლოპესი გახდა, რომელმაც 14 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა, დერონ უილიამსმა კი 13 ქულა და 4 პასი დააგროვა.

ბრუკლინელებს 2 მოგება და ამდენივე წაგება აქვთ. შენგელიას გუნდის მომავალი მეტოქე კვლავ "ორლანდო" იქნება. ამჯერად მატჩი ბრუკლინში, 11 ნოემბერს გაიმართება.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული