ბოლო მატჩში "ბუდიველნიკი" "მაიმუნებს" ესტუმრა და 80:75 გაიმარჯვა. ეს გახლდათ გიორგი ცინცაძის თანაგუნდელთა მეცხრე მოგება მიმდინარე სეზონში. მათ სამი წაგება აქვთ და პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებენ "ხიმიკთანა" და "ფეროსთან".
ვის თუ არა "ბუს" უნდა ეკისრა "მაიმუნების" დამარცხება - ქართველმა გამთამაშებელმა თანაგუნდელ დილეინისთან ერთად მოედანზე ყველაზე მეტი დრო გაატარა: 31 წუთში 6 ორქულიანი 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა, 2 საჯარიმოც ჩააგდო და
1 შედეგიანი გადაცემა პლეიმეიქერისთვის შეიძლება ცოტაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცინცაძე გუნდზე არ თამაშობდა, უბრალოდ პასებს არა შეტევისთვის განკუთვნილი დროის ბოლოს, არამედ თავიდანვე ანაწილებდა და ამიტომაც არ ჩაიწერა შედეგიანი გადაცემების გრაფაში მაღალი რიცხვი.
მართებულად შენიშნა მატჩის უკრაინელმა კომენტატორმა: გიორგი ცინცაძე დღეს თამაშს საკუთარ თავზე არ იღებს, მხოლოდ შეტევების ორგანიზებაზეა ორიენტირებულიო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"