ზაზა ფაჩულია "ატლანტას" სასტარტო ხუთეულში ისევ გამოჩნდა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსის" მწვრთნელი დრიუ გუდენი ექსპერიმენტებს განაგრძობს. ერთმატჩიანი შესვენების შემდეგ მან სასტარტო ხუთეულში დააბრუნა ზაზა ფაჩულია.

თავიდანვე იყო მოედანზე ატლანტელთა ცენტრი ალ ჰორფორდიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი 2 ცენტრით თამაშის გზებს ეძებს.

სამწუხაროდ, "კლიპერსთან" მატჩში ამან არ გაამართლა. ატლანტელები ლოს ანჯელესში 76:89 დამარცხდნენ.

ფაჩულია ზედიზედ მეორე მატჩია, სამქულიანს ესვრის, რაც სავარაუდოდ იმის გამოა, რომ მწვრთნელი მას ფორვარდად ათამაშებს, ჰორფორდს კი - ცენტრის პოზიციაზე. ზაზამ სამქულიანი ააცილა, ხოლო საშუალო დისტანციიდან 5-დან 2 ჩააგდო, რასაც 2-დან 1 საჯარიმო მოაყოლა და საბოლოოდ
5 ქულა დააგროვა. ამასთან ერთად, ფაჩულიამ 6 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა.

ატლანტელებს 5 მატჩიდან 2 გამარჯვება აქვთ და ამ შედეგით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფებიან. 5-დან 3 გამარჯვებით მე-5 ადგილზეა თორნიკე შენგელიას "ბრუკლინი", რომელმაც "ორლანდოს" უმასპინძლა და 82:74 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე არ გამოჩენილა.

მომდევნო შეხვედრას "ბრუკლინი" 13 ნოემბერს შინ "კლივლენდთან" გამართავს, ხოლო ფაჩულიას "ატლანტა" 13 ნოემბერს, გამთენიისას, პორტლენდში "ბლეიზერსს" დაუპირისპირდება.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული