შერმადინს საამისოდ მხოლოდ 19 წუთი ეყო. იგი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე მყოფთაგან ერთადერთი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა.
ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და ზუსტად ასეთი შედეგიანობით გამოირჩა საჯარიმოს ხაზიდან. ქართველი ცენტრის ანგარიშზე საბოლოოდ 12 ქულა, 10 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი დაგროვდა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა ყველაზე მეტი - 25
"მაკაბის" 5 ტურის შემდეგ 4 გამარჯვება აქვს და დაკარგული ქულებით მხოლოდ "რიშონს" ჩამორჩება.
მე-5 ტურში გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ნაკრების ამერიკელი კალათბურთელის, ჯეიკობ პულენის გუნდმაც. იერუსალიმის "ჰაპოელი" გასვლაზე "ბნეი ჰარშონს" დაუპირისპირდა და საკმაოდ იოლად, ანგარიშით 94:68 დაამარცხა.
პულენი ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. 11 ქულასთან ერთად ჯეიკობმა 7 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო.
ეს იყო იერუსალიმელების მეორე გამარჯვება და ისინი ცხრილში მე-5 ადგილზე არიან.
მომდევნო ტური 18 ნოემბერს გაიმართება. შერმადინის "მაკაბი" ელიათში "ჰაპოელს" შეხვდება, ხოლო პულენის გუნდი ჰოლონში "ჰაპოელს" გაეჯიბრება.
www.gbf.ge