ვიქტორ სანიკიძეს იტალიის ჩემპიონატში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძემ შედეგიანი თამაშის გემო გაიხსენა. იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურის ბოლო მატჩში მისმა "სიენამ" დედაქალაქში "რომა" 81:70 დაამარცხა, ქართველ ფორვარდს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

სანიკიძემ ბოლო მატჩებთან შედარებით საკმაოდ ბევრი - 27 წუთი ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა.

ვიქტორმა 7 ცდიდან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მთლიანობაში ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთიც ერთხელ დაკარგა.

"სიენამ" პირველი მეოთხედი 25:11
მოიგო, სოლიდურ ლიდერობას დაეუფლა, რაც მატჩის ბოლომდე ისე შეინარჩუნა, რომ საფრთხე არ დამუქრებია.

სიენელთა შორის საუკეთესო ბობი ბრაუნი გახლდათ, რომელმაც 32 წუთში 22 ქულა და 9 პასი მოაგროვა. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით საუკეთესო ბრაუნი (27) იყო, ვის შემდეგაც ტომას რესი (17) და სანიკიძე (13) მოდიან.

სერია "ა"-ს მე-8 ტური 18 ნოემბერს გაიმართება. მარკოიშვილის "კანტუ" პესაროში "სკავოლინის" ეთამაშება, ხოლო "სიენა" "კასერტას" უმასპინძლებს. ორივე ქართველის გუნდს 5 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და ცხრილში III-IV ადგილებს იყოფენ.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული