თორნიკე შენგელიას "ბრუკლინმა" "კლივლენდი" დაამარცხა

AutoSharing Option
14 ნოემბერს, გამთენიისას, NBA-ში მორიგი მატჩი მოიგო "ბრუკლინ ნეთსმა", რომლის ღირსებასაც 21 წლის თორნიკე შენგელია იცავს.

ნიუიორკელებმა "Barclay Center"-ში "კლივლენდს" უმასპინძლეს და ანგარიშით 114:101 დაამარცხეს.

შეხვედრა ბრუკლინელებს მიჰყავდათ, რიგ ეპიზოდებში 20 ქულითაც ლიდერობდნენ, მაგრამ მწვრთნელმა სათადარიგოების შეყვანა არ იჩქარა.

აივერი ჯონსონს ალბათ მწარედ ახსოვს 5 ნოემბერს შინ "მინესოტასთან" განცდილი მარცხი, როცა მისი გუნდი შეხვედრის შუაწელში 21 ქულით იგებდა, თუმც საბოლოოდ 11 ქულით წააგო.

მოედანზე არ გამოსულან სათადარიგოები: მირზა ტელეტოვიჩი
და ტაიშონ ტეილორი. თორნიკე შენგელიამ კი შეხვედრის ბოლო 30 წამი ითამაშა და ცხადია, ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. ბრუკლინელებს 26 ქულითა და 10 პასით დერონ უილიამსმა ულიდერა. ჯო ჯონსონმა 25 დააგროვა, ხოლო ბრუკ ლოპესმა - 23.

ბრუკლინელები 4 მოგებითა და 2 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერებს შორის არიან. პირველზე დაუმარცხებელი "ნიუ იორკია", მეორეზე მოქმედი ჩემპიონი "მაიამი", ხოლო მესამეზე - "ბრუკლინი". შენგელიას გუნდი 15 ნოემბერს "ბოსტონ სელტიქსს" უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული