ზაზა ფაჩულიამ "ატლანტას" გამო სისხლი ამაოდ დაღვარა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია "ატლანტა ჰოუქსის" ხუთეულს დაუბრუნდა. ამჯერად ამის მიზეზი ალ ჰორფორდის ტრავმა გახლდათ.

ჯორჯიელთა ძირითადმა ცენტრმა წინა მატჩში, "პორტლენდთან" ტრავმა მიიღო და ოკლენდში "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ ვერ ითამაშა. მის ნაცვლად ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე ფაჩულია გამოჩნდა, რომელმაც მოედანზე 24 წუთი გაატარა.

სამწუხარო ისაა, რომ "ატლანტამ" გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. მასპინძლებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით - 92:88 გაიმარჯვეს.

ფაჩულია, წინა მატჩებისგან განსხვავებით, ნაკლებად შედეგიანი იყო. გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მეფარე საბოლოოდ 2 მოხსნას დასჯერდა,
თუმცა დაცვაში კარგად გაისარჯა და მოედანზე მყოფთაგან ბურთი ყველაზე მეტჯერ (4) ჩაჭრა.

გარდა ამისა, ზაზას 1 პასი და 1 დაფარება ჰქონდა. რაც შეეხება უმთავრეს სტატისტიკურ მაჩვენებელს, ფაჩულიამ 4 ქულა (4-დან 2 ორქულიანი) მიითვალა.

პირველ ტაიმში ფაჩულიას წარბი გაუსკდა. იგი მეურვესთან ორთაბრძოლისას დაშავდა და სისხლი წასკდა, რის გამოც მოედნიდან გასვლა მოუხდა, თუმცა მეორე მეოთხედში ის კვლავ დაბრუნდა მოედანზე და რითაც შეეძლო, თავის გუნდს დახმარებას უწევდა.

მომდევნო შეხვედრას ატლანტელები საკრამენტოში 16 ნოემბერს გამართავენ, რითაც 4-მატჩიან დასავლურ ტურნეს დაასრულებენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული