მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" წარმატებამდე სულ მცირედი დააკლდა. კანტუელები ლუბლიანაში "ოლიმპიას" შეხვდნენ და 79:81 წააგეს.
ქართველი უკანახაზელი კანტუელთაგან მეორე ბომბარდირი გახდა. 20 ქულით საუკეთესო პიეტრო არადორი გახდა, ხოლო მანუჩარმა 15 დააგროვა.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ტრადიციულად "კანტუს" ხუთეულში იყო და მოედანზე 29,26 წუთი იმყოფებოდა. მარკოიშვილმა 5-დან 3 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 5 ორიანიდან კი მხოლოდ 1 მიითვალა. 15 ქულასთან ერთად ქართველ კალათბურთელს 2
ბოლო ათწუთეულის წინ ლუბლიანელები 3 ქულით აგებდნენ, თუმცა ბოლო წუთები უფრო მობილიზებულად ჩაატარეს და საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
ლუბლიანელებს დიდად დაეხმარა სლოვენიელი იაკა ბლაჟიჩი, რომელმაც 30 ქულა დააგროვა.
ეს ოლიმპიელთა მეორე გამარჯვება იყო მიმდინარე ჩემპიონატში და ამ შედეგით სლოვენიური გუნდი ცხრილში "კანტუს" დაეწია. მომდევნო ტურში, 23 ნოემბერს, მარკოიშვილის გუნდი "პანათინაიკოსს" უმასპინძლებს.
www.gbf.ge