გიორგი შერმადინის "მაქაბიმ" ევროლიგაში პირველი მარცხი იწვნია

AutoSharing Option
ევროლიგის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის გუნდი თელ ავივში ესპანურ "უნიკახას" შეხვდა და 62:64 დამარცხდა.

თელავიველებს ამ შეხვედრამდე 5-დან 5 მატჩი მოეგოთ და შინაურ კედლებში, ცხადია, ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა საკუთარი ქომაგების თვალწინ დასანანი მარცხი იწვნიეს.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე მხოლოდ 11,28 წუთი გაატარა. შერმადინმა 5-დან 1 ორიანი ჩააგდო და თამაში 2 ქულითა და 1 მოხსნით დაასრულა. მაქაბელთაგან საუკეთესო რიკი ჰიკმანის ანგარიშზე 20 ქულა გახლდათ.

ეს მაქაბელთა პირველი მარცხია მიმდინარე სუპერლიგაში, თუმცა თელავიველები პირველ ადგილს მაინც ინარჩუნებენ.

მომდევნო შეხვედრაში შერმადინის
გუნდი ვიქტორ სანიკიძის "სიენას" იტალიაში გაეჯიბრება.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული