ბოლო მეოთხედის წინ ბრუკლინელები 5 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა საკუთარი გულშემატკივრების გასახარად, გადამწყვეტი პერიოდი 28:18 მოიგეს და სეზონში მე-6 გამარჯვება მიითვალეს.
სამწუხაროდ, არ უთამაშია თორნიკე შენგელიას. პირველად მოხდა, რომ ქართველი ფორვარდი ბრუკლინელთა განაცხადში არააქტიური იყო.
შენგელია სათადარიგოთა სკამზე კი იმყოფებოდა, მაგრამ მოედანზე გასვლის უფლება არ ჰქონდა. ასეთი უფლება ჰქონდათ ბრუკლინელთა ახალბედებს - მირზა ტელეტოვიჩსა და ტაიშონ ტეილორს, რომლებსაც თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ბრუკლინელთა შორის
ამ გამარჯვებით "ნეთსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში "მილუოკისთან" ერთად მეორე ადგილზე განთავსდა. ორივე გუნდს 5 მოგება და 2 მარცხი აქვს. პირველზე 6 მატჩში დაუმარცხებელი "ნიუ იორკია".
მომდევნო მატჩს "ბრუკლინი" საკრამენტოში 18 ნოემბერს გამართავს. სწორედ საკრამენტოში ითამაშებს 17 ნოემბერს, გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "ატლანტა".
gbf.ge