ამ უკანასკნელს ატლანტელებმა 16 ნოემბერს მოუგეს. რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში "ჰოუქსმა" 112:96 იმარჯვა.
ერთმატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მოედანს ატლანტელთა ცენტრი ალ ჰორფორდი დაუბრუნდა, თუმცა ქართველ კალათბურთელს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი არ დაუკარგავს.
ზაზა კვლავ ხუთეულში ვიხილეთ და როგორც ჩანს, ლარი დრიუ სურს, რომ ჰორფორდი ფორვარდის პოზიციაზე ჩასწიოს და მასთან ერთად ხუთეულში ქართველი ცენტრი გაამწესოს.
სწორედ ასე
უკანა ხაზში კი ჯეფ ტიგი ჯაბნიდა საკრამენტოელ დაბლებს, პერიმეტრიდან შეუდარებელი იყო ლიგის აღიარებული სნაიპერი კაილი კორვერი, რომელმაც 9-დან 7 სროლა ჩააგდო და 22 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.
ფაჩულიამ მისთვის ჩვეულ სტილში, თავდაუზოგავად ითამაშა. იგი სამწამიან ზონაში მეტოქეებს არაფერს უთმობდა, საჭირო პასებს გასცემდა და მოსახსნელ ბურთებს იხელთებდა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 7 ქულა დააგროვა და ამას 7 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაყილა.
ჰორფორდმა შეხვედრა 20 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა, ჯოშ სმიტის ანგარიშზე კი 19 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა.
ატლანტელებს 4-4 მოგებ-წაგება აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენფიაშიმე-9 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩი ფაჩულიას NBA-ში თავის პირველ გუნდ "ორლანდოსთან" ელის. შეხვედრა 19 ნოემბერს ატლანტაში გაიმართება.
gbf.ge