ატლანტელებმა 4-მატჩიანი წარმატებული დასავლური ტურნეს შემდეგ შინ პირველად ითამაშეს და გულშემატკივარი კვლავ გაახარეს.
ჯორჯიელების მეტოქე მზიანი ფლორიდის წარმომადგენელი "ორლანდო" იყო, რომელიც დუაიტ ჰოვარდისა და ჯეისონ რიჩარდსონის წასვლის შემდეგ რიგით გუნდად იქცა. "ატლანტამ" ფლორიდელი "ჯადოქრები" 81:72 დაამარცხა.
ფაჩულიამ გასული 2 მატჩი ხუთეულში ითამაშა, თუმცა "ორლანდოსთან" მატჩში ის კვლავ სათადარიგოდ ვიხილეთ.
ამჯერად მწვრთნელმა უკანახაზელებზე გააკეთა აქცენტი და ხუთეულში დევინ
წინა ხაზში ტრადიციულად ჯოშ სმიტი და ალ ჰორფორდი განლაგდნენ. ფაჩულია ჰორფორდს ენაცვლებოდა და მთლიანობაში მასზე (25 წუთი) 3 წუთით ნაკლები ითამაშა.
ჰორფორდმა 15 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა შეხვედრა, ხოლო ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულა დააგროვა და ამას 11 მოხსნა მოაყოლა. მისი სახელის გასწვრივ ოქმში 1 პასი და 2 დაკარგვაც იყო.
"ატლანტა" 5 მოგებითა და 4 მარცხით საკუთარ, სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში "შარლოტთან" II-III ადგილებს იყოფს, ხოლო სრულიად აღმოსავლეთ კონფერენციაში იმავ "შარლოტთან" და "ბოსტონთან" VI-VIII ადგილების მოზიარეა.
მომდევნო მატჩი ატლანტელებს ლიგის ერთადერთ გაუმარჯვებელ გუნდ "ვაშინგტონთან", 21 ნოემბერს, შინაურ "ფილიპს არენაზე" ელით.
gbf.ge