ნაკრებში თანაგუნდელთა გუნდების დუელი "ჰაპოელის" გამარჯვებით - 81:67 დასრულდა.
ცინცაძემ მოედანზე 22 წუთი გაატარა და 5 ქულა, 4 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა გამთამაშებელმა 4-დან 1 სამიანი ჩააგდო, ხოლო მისმა ერთადერთმა ორქულიანმა მიზანს მიაღწია.
კიეველთაგან საუკეთესო შედეგი ამერიკელმა ლეო ლაიანსმა დააფიქსირა, რომელმაც 18 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
პულენმა ცინცაძეზე ცოტა მეტხანს - 26 წუთი ითამაშა და შედეგიანობაც შედარებით
საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა 6-დან 2 ორიანი და 6-დან ექვსივე საჯარიმო ააგდო, 4 სამიანი კი ააცილა. იერუსალიმელთაგან საუკეთესო შედეგი ამერიკელ გრეიგ სმიტს (18 ქულა) და ებრაელ რავივ ლემონადს (13) ჰქონდათ.
A ჯგუფის მეორე მატჩში ლიტვურმა "პრიენაიმ" ლიდერი "ნიმბრუკი" 84:66 დაამარცხა და ცხრილში ამგვარი სიტუაცია შეიქმნა: "ნიმბრუკი" და "პრიენაი" I-II ადგილებს იყოფენ, ხოლო III-IV ადგილების თანაზიარნი პულენისა და ცინცაძის გუნდები არიან. მომდევნო ტურში, 28 ნოემბერს, "ბუდიველნიკი" და "ჰაპოელი" კვლავ ერთმანეთს შეხვდებიან, ოღონდ ამჯერად კიევში.
ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა" კი ევროთასზე პირველი გამარჯვება იზეიმა. სევილიელები H ჯგუფში "ორლეანს" ესტუმრნენ და 70:56 მოიგეს, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე მხოლოდ 01:25 წუთი გაატარა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
"კახასოლის" რიგებში საუკეთესო ჩეხი მცველი ტომაში სატორანსკი იყო, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა. H ჯგუფს 3 მოგებით სერბული "ცრვენა ზვეზდა" ლიდერობს, სევილიელები კი მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს, კვლავ ორლეანელებთან, ამჯერად შინ ჩაატარებენ.
gbf.ge