ფავორიტებად სტუმრები ითვლებოდნენ და ეს სტატუსი ბოლომდე გაამართლეს. მატჩი მშვიდად დაიწყეს, პირველი პერიოდი 22:17 მოიგეს, მეორე პერიოდის ბოლოს სხვაობა 8 ქულამდე გაზარდეს, ხოლო მეორე ტაიმში, მართალია, მასპინძლებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ გამარჯვება მაინც კიევში წაიღეს - 82:75.
უკვე აღარაა გასაკვირი გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკის" სასტარტო ხუთეულში ხილვა. მან 24 წუთში 6 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
"ბუმ" ერთი სამქულიანი ისროლა და
მატჩის ბომბარდირი "ბუდიველნიკის" ამერიკელი კალათბურთელი ლეო ლაიონსი გახდა - 15 ქულა ჩააგდო.
გიორგის გუნდმა ამ მოგებით უკრაინის ჩემპიონატში პირველი ადგილი შეინარჩუნა. მას 14 მატჩიდან 11 მოგებული აქვს. ასეთივე შედეგით პირველ ადგილს იზიარებს იუჟნის "ხიმიკი".
25 ნოემბერს "ბუდიველნიკი" "ჰოვერლას" ეწვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"