24 ნოემბერს, გამთენიისას, "ატლანტა ჰოუქსმა" და "ბრუკლინ ნეთსმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.
ატლანტელებმა შარლოტში "ბობქეთსი" 101:91 დაამარცხეს, ხოლო ბრუკლინელებმა შინ "კლიპერსს" 86:76 აჯობეს.
ატლანტელთა ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 13 წუთი და 41 წამი გაატარა. მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, ფაჩულია საკმაოდ შედეგიანი იყო.
ზაზამ ერთნაირი წარმატებით ესროლა ორქულიანები და საჯარიმოები. ორივე პოზიციიდან 4 ცდიდან 3 სროლა მიითვალა და 9 ქულა დააგროვა. ამასთან ერთად ფაჩულიას 7 მოხსნა და თითო
ატლანტელთაგან საუკეთესო ალ ჰორფორდი გახლდათ, რომელმაც 26 ქულა, 13 მოხსნა და 3 დაფარება დააგროვა. 16 ქულა ჰქონდა კაილი კორვერს, ხოლო 13 ქულა და 12 პასი გამთამაშებელ ჯეფ ტიგს.
ატლანტელებს 7 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდათ და ამ შედეგით ისინი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს თორნიკე შენგელიას "ბრუკლინთან" იყოფენ.
ბრუკლინელებმა 24 ნოემბერს მორიგი გამარჯვება "კლიპერსთან" მოიპოვეს - 86:76. შენგელია გუნდთან ერთად იყო, თუმცა განაცხადში არ იმყოფებოდა.
მომდევნო მატჩს "ბრუკლინი" 25 ნოემბერს შინ "პორტლენდთან" გამართავს, ხოლო ფაჩულიას გუნდი ბრუკლინისგან დამარცხებულ "კლიპერსს" 25 ნოემბერს ატლანტაში უმასპინძლებს.
www.gbf.ge