გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" ლიდერობის შანსი ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძის კლუბმა უკრაინის სუპერლიგაში დასანანი მარცხი იწვნია.

"ბუდიველნიკი" "გოვერლას" სტუმრად ეთამაშა და 1 ქულის სხვაობით - 80:81 დამარცხდა.

არადა, რომ გაემარჯვა, ცინცაძის გუნდი სუპერლიგის ერთპიროვნულ ლიდერად იქცეოდა, მაგრამ... "გოვერლამ" საკუთარ მოედანზე არაფერი დაუთმო კიევურ გუნდს და ბოლო წამებზე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

ქართველი გამთამაშებელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მთლიანობაში 23 წუთი გაატარა. ცინცაძემ 3-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. 7 ქულასთან ერთად, გიორგიმ 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"ბუდიველნიკში"
საუკეთესო შედეგი ლეო ლაიონსმა აჩვენა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. კიდევ ერთმა ამერიკელმა ლეგიონერმა, მალკოლმ დილეინმა კი 15 ქულა დააგროვა.

11 მოგებითა და 4 მარცხით "ბუდიველნიკი" ზაპოროჟიულ "ფეროსთან" ცხრილში II-III ადგილებს იყოფს. მომდევნო შეხვედრას ცინცაძის გუნდი 30 ნოემბერს სწორედ "ფეროსთან", კიევში გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული