გიორგი შერმადინმა ისრაელის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი გამოტოვა

AutoSharing Option
ისრაელის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი გამოტოვა გიორგი შერმადინმა. თელ ავივის "მაკაბი" ჰოლონში "ჰაპოელს" შეხვდა და 100:72 გაანადგურა, თუმცა ქართველი ცენტრი მოედანზე არ გამოჩენილა.

შერმადინმა ბოლო სამ მატჩში მხოლოდ 3 წუთი ითამაშა, ისიც ევროლიგაში, გასულ პარასკევს.

მისი უთამაშებლობის მიზეზი მცირე ტრავმაა, რის გამოც ქართველ ცენტრს ბოლომდე არ ტვირთავენ.

შერმადინის არყოფნაში მაკაბელები შიდაჩემპიონატში წარმატებულ სვლას განაგრძობენ. მათი მორიგი მსხვერპლი "ჰაპოელი" გამოდგა. ეს ის ჰაპოელია, რომელიც 27 ნოემბერს თბილისში "არმიას" ევროჩელენჯის გათამაშებაში დაუპირისპირდება.

ამავე ტურში მარცხი განიცა
და ჯეიკობ პულენის "ჰაპოელმა". იერუსალიმელებმა "აშქელონს" უმასპინძლეს და 85:91 დამარცხდნენ. პულენი სასტარტო ხუთეულში იყო და 27 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 5 პასი მიითვალა.

ჯეიკობმა 5-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ხუთჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ექვსჯერ დაჯარიმდნენ.

6 მოგებით და 1 მარცხით "მაკაბი" პირველ ადგილზეა, ხოლო პულენის გუნდს 3 მოგების წილ 4 წაგება აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო ტურში, 2 დეკემბერს, "მაკაბი თანაქალაქელ "ჰაპოელს" უმასპინძლებს, ხოლო იერუსალიმური "ჰაპოელი" სტუმრად "რიშონს" დაუპირისპირდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული