ზაზა ფაჩულია: ყველაფერი წუთებით იწყება

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" ძლევაში ზაზა ფაჩულიამ ლომის წილი დაიდო, 19 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი მიითვალა და მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

ასე რომ, ლოგიკური იყო ამერიკელი ჟურნალისტების ინტერესი საქართველოს ნაკრების კაპიტნისადმი.

კორესპონდენტმა შეახსენა, რომ "კლიპერსთან" ზაზამ 19 ქულას მოუყარა თავი.

- 19 ქულა მქონდა, მაგრამ რა უნდა ვთქვა? მიმდინარე წელს ეს იყო ჩემი სარეკორდო მაჩვენებელი. ყველაფერი წუთებიდან იწყება.

როცა სათამაშოდ საკმარისი დრო გაქვს, გუნდისთვის მეტი სარგებლის მოტანაც შეგიძლია. ძალიან დამეხმარნენ თანაგუნდელები. საერთოდ, ყველამ კარგად ვითამაშეთ და გუნდური გარჯის წყალობით გავიმარჯვეთ.

- მეტოქე სერიოზული გყავდათ...
- "კლიპერსი" კარგად დაკომპლექტებული, დიდებული გუნდია, ნებისმიერი მეტოქისთვის სახიფათოა. თუნდაც საშინაო არენაზე მისი ძლევა ყოველთვის რთულია. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით.

- მეტოქის ტანმაღლებზე რისი თქმა შეიძლება?
- "კლიპერსში" გამორჩეული წინახაზელები თამაშობენ, ფარქვეშ მუშაობაც უყვართ და სწრაფადაც გადაადგილდებიან.

ასეთ გუნდთან გადამწყვეტი იყო ერთი გარემოება: არ უნდა მიგვეცა ფარქვეშ იოლად გადაადგილების, იოლად ჩატენვის საშუალება.

ეს კარგად ვიცოდით და სათანადოდაც ვიბრძოლეთ. პირველი პერიოდი თამაშის დასალაგებლად დაგვჭირდა, ხოლო მეორიდან მოედანზე კიდევ უფრო კონცენტრირებულები გავედით და მეტოქეს არ მივეცით პლუსების გამოყენების უფლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია "კლიპერსთან" მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული