3 დღის წინ "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" გაბრწყინების (19 ქულა, 12 მოხსნა) შემდეგ მწვრთნელმა ქართველი ცენტრი სათადარიგოებში დააბრუნა.
ატლანტელებმა შეუპოვარი "შარლოტ ბობქეთსი" 3 ქულის სხვაობით - 94:91 დაამარცხეს, ფაჩულიამ კი მოედანზე 21 წუთი გაატარა.
ქართველმა ცენტრმა 7 ორქულიანიდან 2 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 3 ცდიდან 2 სროლა გამოიყენა.
6 ქულასთან ერთად ზაზამ 6 მოხსნაც მიითვალა. ატლანტელთა სასტარტო მეფარებმა - ალ ჰორფორდმა და ჯოშ სმიტმა ტყუპებივით შედეგი აჩვენეს: 17-17 ქულა, 6-6 პასი, 2-2
პირველი ტაიმის შემდეგ შარლოტელები 2 ქულით იგებდნენ, თუმცა მესამე პერიოდში 20:28 დამარცხდნენ და საბოლოოდ საქმის გამოსწორება ვეღარ მოახერხეს.
ატლანტაში საქმე დიად გუნდებს ვერ გამოუსწორებიათ და "შარლოტი" რას გახდებოდა. შესაბამისად, "ატლანტამ" მორიგი, ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერებში მხოლოდ "მაიამის" ჩამორჩება.
წარმატებულ სერიას აგრძელებს და მოგებ-წაგებათა "ატლანტას" დარი შეფარდება აქვს თორნიკე შენგელიას "ბრუკლინს", რომელმაც 29 ნოემბერს, გამთენიისას, უპრინციპულესი მატჩი მოიგო ბოსტონში - 95:83.
როგორც ჩანს, ბრუკლინელებმა შეთამაშება მოახერხეს და ნელ-ნელა, მართლაც საჩემპიონო გუნდად ყალიბდებიან.
ამ მატჩში მოხდა დიდი ჩხუბი, რომლის შემდეგაც 4 მოთამაშე - კევინ გარნეტი, რაჯან რონდო, კრის ჰამფრი და ჯერალდ უოლესი თამაშიდან გააგდეს.
გარნეტის წინააღმდეგ ჰამფრის უხეშ თამაშს რონდომ მუშტი-კრივით უპასუხა და ბრუკლინელთა ფარქვეშ ჯგუფური ჩხუბი გაჩაღდა.
Video
თორნიკე შენგელიას ბრუკლინმა ბოსტონში იჩხუბა
თორნიკე შენგელიას ბრუკლინმა ბოსტონში იჩხუბა
თორნიკე შენგელია კი ისევ არ ყოფილა განაცხადში. ქართველ ფორვარდს NBA-ს განვითარების ლიგაში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად დროებით გაშვებას უპირებენ.
gbf.ge