მანუჩარ მარკოიშვილმა ევროლიგაზე "ხიმკი" დაბომბა, მაგრამ ვერ ააფეთქა

AutoSharing Option
29 ნოემბერს ევროპის მთავარ საკლუბო შეჯიბრებაში ევროლიგაში ორმა ქართველმა ითამაშა.

კანტუელი მანუჩარ მარკოიშვილი რუსეთში "ხიმკისთან" მატჩში ბომბარდირი გახდა - 16 ქულა მოაგროვა. მანუმ 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა 4 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა.

რადგან გამთამაშებელ ჯონათან ტაბუს თამაში არ წაუვიდა, მწვრთნელმა პლეიმეიქერობა მარკოიშვილს დაავალა და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ მას სამ პოზიციაზე შეუძლია თანაბრად კარგად თამაში.

მისი გარჯა სათანადოდ არ დაფასდა -
მეორე პერიოდში "ხიმკიმ" 21:7 იმარჯვა და მეორე ტაიმში უპირატესობა შეინარჩუნა. საბოლოოდ 77:53 რუსების სასარგებლოდ.

მატჩის შემდეგ "კანტუს" თავკაცმა ანდრეა ტრინკიერიმ პრესკონფერენციაზე მარკოიშვილი იახლა. აი, რა თქვა ქართველმა უკანახაზელმა:

- რთული მატჩი იყო. "ხიმკი" მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მეტოქემ გვაჯობა და გამარჯვება დაიმსახურა.

სამი ტრავმირებული გვყავს და მათი არყოფნა, ძირითადად, მეორე და მესამე პერიოდებში დაგვეტყო. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, ვიტყვი მეტოქეზე, კრასიმირ ლონჩარზე, რომელთანაც იტალიურ "ბენეტონში" ვთამაშობდი.

მან მართლაც კარგად ითამაშა. "კანტუს" კი ევროლიგაზე ორი მატჩი დარჩა და ვეცდებით შესაძლებლობები სათანადოდ გამოვავლინოთ.


* * *

გიორგი შერმადინის "მაქაბიმ" ფრანგულ "შალონს" უმასპინძლა და ბოლო წამებზე 78:73 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა 5:50 წუთი ითამაშა და დრო უქმად არ დაუკარგავს: 4 ქულა (3-დან 2 ორქულიანი), 2 მოხსნა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული