დამარცხებულთაგან საუკეთესო იყო სერგო ათუაშვილი (224 სმ, 1985), რომელმაც შეუცვლელად, 45 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზეა 17 ქულა და 10 მოხსნა. სერგომ 21-დან 7 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.
დაკვირვებულ მკითხველს ემახსოვრება, რომ "მაჰანთან" ერთად სეზონი ნიკოლოზ ცქიტიშვილმა დაიწყო. იგი "ეშტეღლალთან" მატჩის განაცხადში ვერ ამოვიკითხეთ. არა იმიტომ, რომ ირანულად წერია (არაირანული გვარები ლათინური ასეობითაა ჩაწერილი), უბრალოდ იმიტომ, რომ ნიკამ კლუბი
"ნიკოლოზ ცქიტიშვილმა (212 სმ, 1983) "მაჰანის" ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტა.
მწვრთნელს ქართველი თავდამსხმელის გაშვება არ სურდა, თანაც მას სეზონის ბოლომდე გარანტირებული კონტრაქტი ჰქონდა, მაგრამ თავად მოთამაშემ გადაწყვიტა წასვლა და "მაჰანის" უფროსობამაც ხელი არ შეუშალა. იგი თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერ დროს გააფორმოს კონტრაქტი სხვა გუნდთან.
შეგახსენებთ, რომ ცქიტიშვილმა ორიოდე ტურის წინ მოქმედ ჩემპიონ "მაჰრამთან" ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით "მაჰანს" 66:64 მოაგებინა."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"