გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" გალიდერების შანსი დაკარგა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკს" უკრაინის ჩემპიონატში ერთპიროვნულდ გალიდერების კარგი შანსი ჰქონდა. ამისთვის საჭირო იყო უშუალო კონკურენტ "ფეროსთან" შინ, კიევში ემარჯვა.

მასპინძლები პირველ ტაიმში ინიციატივას ფლობდნენ, მაგრამ მეოთხე რაუნდში თამაშის სადავეები ხელიდან გაექცათ და ფეროელებმა სირენამდე 7 წუთით ადრე 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 84:73.

კიეველთა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა ჩვეული ოსტატობით წაგებული თამაშის შემოტრიალება სცადა და კინაღამ საწადელსაც მიაღწია: ბოლო წამებზე მალკოლმ დილეინის სამქულიანის შემდეგ სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად ისროლეს "ფეროს" კალათბურთელებმა და 102:98 მოიგეს.

გიორგი ცინცაძემ
მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 39 წუთი ითამაშა. მან 9 ქულა (7/3 ორქულიანი, 1/1 სამიანი), 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"ბუდიველნიკს" 11 გამარჯვება (5 მარცხი) აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. 12 მოგებითა და 4 წაგებით პირველია "ფერო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული