ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" "კლივლენდთან" დასანანი მარცხი იწვნია

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას გუნდმა წარმატებული სერია დაასრულა. ზედიზედ 6 გამარჯვების შემდეგ "ატლანტა ჰოუქსმა" 1 დეკემბერს, გამთენიისას, შინ "კლივლენდთან" წააგო.

მარცხი განსაკუთრებულად დასანანი იყო, რადგან "კლივლენდი" აუტსაიდერთა კატეგორიას განეკუთვნება, თანაც "ატლანტა" შინ თამაშობდა და ბოლო მეოთხედის წინ 9 ქულით იგებდა. მასპინძლებმა ვერ შეინარჩუნეს მოპოვებული ლიდერობა და 111:113 დამარცხდნენ.

ქართველი ცენტრისთვის ეს იყო ერთ-ერთი უშედეგო თამაში მიმდინარე სეზონში. ფაჩულია სათადარიგო იყო და მთლიანობაში 21 წუთი ითამაშა.

ზაზამ 5 ოქრულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 2 მოხსნით 1 პასით და 1 დაფარებით
დაასრულა. ატლანტელთა ძირითადმა ცენტრმა ალ ჰორფორდმა 42 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი მოაგროვა - 15 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი.

ატლანტელებს 9 მოგების წილ 5 მარცხი გააჩნიათ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე არიან.

11 მოგებითა და 4 მარცხით მეორე საფეხურზე იმყოფება თორნიკე შენგელიას "ბრუკლინი", რომელმაც დღეს, გამთენიისას, გასვლაზე "ორლანდო" 98:86 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი განაცხადში არ ყოფილა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული